თავხელიძე დავით სერგის ძე

დ. თავხელიძე

თავხელიძე დავით სერგის ძე [25. X(7.XI). 1910, სოფ. ფერსათი, ახლანდ. ბაღდათის მუ­ნი­ცი­პა­ლიტე­ტი, – 20. XI. 1989, თბილისი], მეცნიერი მექანიზმებისა და მანქანების თეორიის დარგში. სა­­ქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979; წ.-კორ. 1967). ტექ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1948), სა­ქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1962). 1933 დაამთავრა თსუ-ის სატყეო-საინჟ. ფაკ-ტი, იყო სპი-ის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრის გამგე (1948–87). თ-ის ძირითადი სამეცნ. შრომები ეხება სივრცითი და ბრტყელი სახსროვანი მექანიზმების კვლევის საკითხებს. 1974 ნაშრომისათვის „სივრცითი ბერკეტული მექანიზმები" მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია. სტუ-ის მანქანათმშენებლობის ფაკ-ტზე დაწესებულია თ-ის სახ. სტიპენდია. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: К вопросу синтеза и кинематики пространственных четырехзвенных механизмов, Тб., 1960; Кинематика и синтез трех и четырехзвенных пространственных стержневых механизмов, Тб., 1971; Теоретические основы проектирования плоских и сферических пятизвенных механизмов, Тб., 1975 (თანაავტ. Н. Давиташвили).