თალაკვაძე ლეონიდე ბესარიონის ძე

თალაკვაძე ლეონიდე ბესარიონის ძე (21. I. 1916, თბილისი, –14. XII. 1999, იქვე), სამხედრო ინჟინერი. ტრანსპორტის დამსახურებული მუშაკი. დაამთავრა მოსკ. სამხ.-საავიაციო უმაღლესი სკოლა (1940), ლენინგრადის საავიაციო აკადემიასთან არსებული კურსები (1964). 1940-იდან მუშაობდა მოსკსამხ.-საავიაციო სკოლაში პედაგოგად, ამავე დროს ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1946-იდან მოღვაწე­ობდა სამოქალა­ქო ავიაციაში. 1970-იდან იყო მფრინავი-ინსტრუქტორი. ავია­ციაში ხანგრძლივი უავა­რიო ­საფრენოსნო მუ­შაობისა და საფრენოსნო კადრების მომზადებისათვის მიენიჭა სსრკ დამსახურებული მფრინავის წოდება (1975). მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. სამხ. ორდენები და მედლები.