თალაკვაძე მარიამ ივანეს ასული

თალაკვაძე მარიამ ივანეს ასული [16 (29). I. 1902, სოფ. ასკანა, ოზურგეთის მაზრა, – 4. VI. 1982, თბილისი], პედაგოგ-მეთოდისტი, ენათმეცნიერი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1996). 1930 წელს დამთავრა თსუ-ის სიბრძნის მეტყველებნის ფაკულტეტი.

პედ. მოღვაწეობა თ-მ დაიწყო 1919 მარადადის, შემდეგ აჭარისწყლის დაწყებითი სკოლის გამგემასწავლებლად. მუშაობდა ბათუმის პირველი 7-წლიანი სკოლის ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად (1912–26), კ. მარქსის სახ. საჯარო ბ-კაში (ახლანდ. სტუ-ის პარლამენტის ეროვნ. ბ-კა; 1930–35), პედ. მეცნიერებათა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1935–36), შოთა რუსთაველის სახ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტში (1936–38), სახალხო განათლების მუზეუმში (1941–45). 1945-იდან მუშაობდა თსუ-ის ახ. ქარ­თუ­ლი ენის კათედრაზე თავდაპირველად დოცენტის, შემდეგ პროფესორის (1966), ხოლო 1973-იდან გარდაცვალებამდე მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობაზე.

თ. კითხულობდა ქართ. ენის სწავლების მეთოდიკის საუნივერსიტეტო კურსს და იკვლევდა მასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თხზ.: იაკობ გოგება­შვი­ლის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპები, თბ., 1952; ზმნის სწავლება მე-5 კლასში, თბ., 1955; ქარ­თუ­ლი ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1959 (გამოც. მე-2, 1975).

ტ. სულაბერიძე

რ. ძნელაძე