თალაკვაძე მორის ისიდორეს ძე (1908, თბილისი, – XX ს. დასასრული, იქვე), მოქანდაკე, საქართვ. დამს. მხატვარი (1969). სწავლობდა მოსკ. ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების ინ-ტში (1929–34), 50-იან წლებში შექმნა პოლიტ. მოღვაწეთა სატირული პორტრეტებისა და კომპოზიციების სერია „ჩან-კაიში", „ძია სემი და ბრიტანული ლომი", „აჩესონი", „მაკარტური", „ტრუმენი" (ტონირებული თაბაშირი), ავტორია ქანდაკებებისა: „ყურძნის მკრეფავი" (1960, თაბაშირი), „დამშვიდობება" (1964, თაბაშირი). მუშაობდა გრაფ. დარგში. შექმნილი აქვს სერია ქართვ. კულტ. მოღვაწეთა მეგობრული შარჟებისა (ა. ქუთათელაძე, შ. მიქატაძე, კ. გამსახურდია და სხვ. 1964; ფერადი ფანქარი).