აბუხალო

აბუხალო, თოთხამი, ბარზონდჯვარი, მთა ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ.-დას. შტოქედ გვირგვინაზე, მდ. აბუხალოსღელის (ძამის აუზი) სათავეებში, სიმაღლე 2255 მ.

აგებულია პალეოგენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფებით და ანდეზიტური საფრით. აქვს მობრტყელებული წვერო, სუბალპ. ბალახეულით შემოსილი ციცაბო კალთები.


დ. უკლება