ბაზალეთი

ბაზალეთი, კურორტი დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დას. ნაწილის მთისწინა ფერდობზე, გუდამაყრისა და ლომისის ქედების ძირზე, დუშეთიდან 5 კმ-ში, თბილისიდან დაშორებულია 40 კმ-ით. სიმაღლე ზ. დ. 900 მ., რელიეფი მთაგორიანია. კლიმატი ზომიერად ნოტიო, სუბტროპიკული. ზამთარი ზომიერად ცივია, იანვრის საშ. ტემპრა – 1,5 °C. ზაფხული თბილი, აგვისტოს საშ. ტემპერატურა 20,5 °C. ნალექების წლიური რაოდენობაა 600–800 მმ. ტენიანობა 62%.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია დაბალმთის ჰავა და ბაზალეთის ტბის წყალი. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ.

ფუნქციონირებს ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 27 ჰექტარზეა გაშენებული.