გუმბათი, კამარა, რ-ის შიგა ზედაპირის გეომეტრიული მოყვანილობა ვერტიკალური ღერძის გარშემო რკალის მოძრაობით მიღებულ ნახევარსფეროს ან ელიფსოიდს უახლოვდება. გარე გადახურვა შეიძლება სხვადასხვა ფორმისა ჰქონდეს: სფერული, კონუსური, ქოლგისებრი, ბოლქვისებრი, პირამიდული. ქართ. საეკლესიო არქიტექტურაში გავრცელებულია პირამიდული და კონუსური გადახურვა. გ. ჩვეულებრივ საკულტო ნაგებობების (ეკლესიების, მინარეთების) თუ საზ. შენობების არქიტ. კომპოზიციის წამყვანი ელემენტია. ქართ. ეკლესიებში ყოველთვის ეყრდნობა გუმბათის ყელს.