ასასი (აფხ. სიტყვასიტყვით – სტუმარი), ფეოდალური ხანის აფხაზ გლეხთა კატეგორია, შეესატყვისება ხიზანს, „მინდობილს“. ა-ებს აფხაზეთში უწოდებდნენ ფეოდ. კლასის იმ წარმომადგენლებსაც, რ-ებიც სხვა რომელიმე ფეოდალის მიწა-წყალზე სახლობდნენ და მისი ქვეშევრდომი ხდებოდნენ.
ზ. ანჩაბაძე