დოღონაძე ანა ალექსანდრეს ასული

დოღონაძე ანა ალექსანდრეს ასული (დ. 15. II. 1973, მცხეთა), სპორტსმენი (ბატუტზე ხტომა), ოლიმპიური ჩემპიონი (ათენი, 2004), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (1990 – გუნდური, 1998 – სინქრონული, 2001 – პირადი), სამგზის მეორე (სინქრონული – 1999, 2001, გუნდური – 2001) და ექვსგზის მესამე (1998, 1999, 2003, 2005 – პირადი, 2003, 2005 – სინქრონული) პრიზიორი; მსოფლიო თასის ორგზის მფლობელი (სინქრონი – 1993, პირადი – 2000), ევრ. სამგზის ჩემპიონი (1997, 1998 – სინქრონული, 1998 – პირადი), სსრკ ჩემპიონი (1990 – პირადი), ევრ. ორგზის აბსოლუტური ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1988, 1990).

1998-იდან ასპარეზობს გერმანიის სახელით.