არშუშა

არშუშა, ქართლის ერისმთავარი VII ს. ბოლოს. მოხსენიებულია „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ შესულ „დიდ ერისთავთა“ სიაში კურაპალატის ტიტულით და აგრეთვე აბასთუმნის ეკლესიის ჯვრის კვარცხლბეკის წარწერაში ბიზანტ. იმპ. იუსტინიანე II-ის მმართველობის პირველ პერიოდში (685–695) „ქართველთა ერისთავად“, „მამფლისა“ და „პატრიკიოსის“ ტიტულებით. -ს ბიზანტ. ტიტულები მოწმობენ, რომ ქართლი ამ პერიოდში ბიზანტ. პოლიტ. გავლენის ქვეშ ყოფილა, რაც 689 ბიზანტია-სახალიფოს ზავის პირობებიდან უნდა გამომდინარეობდეს.

                                                                             
წყარო:მოქცევაჲ ქართლისაჲ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ.აბულაძის რედ.,თბ., 1963;
ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი,[წგ.] 1, ნ. შოშიაშვილის გამოც.,თბ.,1980.

ა. ბოგვერაძე