ბენაშვილი ანდრია სიმონის ძე

ბენაშვილი ანდრია სიმონის ძე [2 (14). XII. 1852, სოფ. ზემო მაჩხაანი, ახლანდ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, – 10 (23). XII. 1908, ქუთაისი], პედაგოგი, გრამატიკოსი, მუსიკათმოცდნე.

დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. მოღვაწეობდა ქუთაისში, სას. სასწავლებელში ასწავლიდა ქართ. ენას, ქალთა საეპარქიო სასწავლებელში – გალობას; ლოტბარობდა გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობელთა გუნდს. გამოსცა „ქართული ხმები. საეკლესიო გალობა წმ. იოანე ოქროპირის წირვის წესისა ქართლ-კახეთის კილოზე. ხალხური სიმღერები, შეკრებილი და ნოტებზე გადაღებული“ (1885), „მოკლე ქართული გრამატიკა“ (1894), რ-საც სახელმძღვანელოდ იყენებდნენ საქართვ. სას. სასწავლებლებში. ნაშრომი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ეტიმოლოგიისა და სინტაქსისაგან. წამძღვარებული აქვს ცნობები ქართ. ანბანისა და მარცვალთრაოდენობის შესახებ. განხილულია მეტყველების ნაწილთა კლასიფიკაცია და სინტაქსის ძირითადი საკითხები. ერთვის სასვენი ნიშნების ხმარების წესები.

ა. შანიძე

თ. გვერდწითელი