ბუბა

ბუბა, ხეობური მყინვარი ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვ. ბუბის სამხრ. კალთაზე. სიგრძე 2,9 კმ, ფართ. 3,7 კმ².  მყინვარის ენა ეშვება 2950 მ სიმაღლემდე. ასაზრდოებს მდ. ბუბას (ჭანჭახის მარჯვ. შენაკადი).

გ. კურდღელაიძე