ბუბა

ბუბა, ნასოფლარი ზემო რაჭაში, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კურორტ შოვის ჩრდ.-დას-ით, ბუბის მთის კალთებზე.

სოფ. ბ., თავისი ოცდახუთი კომლი გლეხით, ეკლესიითა და ციხით მოხსენიებულია XV ს. სიგელში. აქ ახლაც შეიმჩნევა შუა საუკ. საცხოვრ. სახლების, ნაკალოვარისა და კოშკის ნაშთი, რ-იც XV ს. საბუთებში მოხსენიებული ბ-ის ციხის ნაშთი უნდა იყოს. აქვეა შუა საუკ. „ბუბას ჯვრის“ ეკლესიის ნანგრევები. 1964 არქეოლ. გათხრების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს გუმბათიანი ეკლესია IX–X სს-ში არის აგებული.

თ. ბერაძე