ბოლნისი

ბოლნისი, სოფელი ბოლნისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), მდ. ფოლადაურის (მაშავრის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., სამწევრისი, ფოლადაური, შუა ბოლნისი), ზ. დ. 620 მ, ბოლნისიდან 1,2 კმ. 1,5 ათ. მცხ. (2014).

ბ-ში არის კულტ. სახლი, საავადმყოფო, სომეხი მწერლის ღ. აღაიანის სახლ-მუზეუმი. ბ-ში დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ბოლნისის სიონი.