დონდუა კარპეზ დარისპანის ძე

კ. დონდუა

დონდუა კარპეზ დარისპანის ძე [13. X. 1891, ქუთაისი, – 3. XI. 1951, ლენინგრადი (ახლანდ. სანქტ- პეტერბურგი)], ფილოლოგი, ენათმეცნიერი, საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1944). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1935), ლენინგრადისა და თბილ. უნ-ტების პროფესორი (1940-იდან).

პეტროგრადის უნ-ტის დამთავრების შემდეგ (1922) იქვე ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას.

1941–45 მუშაობდა თბილისში, საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტსა და თსუ-ში. იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკ. ენებს, ზოგადი ენათმეცნ. პრობლემებს. მის საენათმეცნიერო შრომათაგან აღსანიშნავია „ემფატიკური ნათესაობითის საკითხისათვის ძველ სალიტერატურო ქართულში" (1930, რუს. ენაზე), „ქართული ბრუნების აგლუტინაციური ხასიათის შესახებ" (1931, რუს. ენაზე), „მრავლობითობის ორი სუფიქსის შესახებ ქართულში" (1932, რუს. ენაზე), „მაფემინიზებელი ხმოვანი ქართულში (1935, რუს. ენაზე), „ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის შესახებ სვანურში და მისი კვალი ძველ ქართულში" (1938, რუს. ენაზე), „მიმართებითი ნაცვალსახელისა და მისამართი სიტყვის ურთიერთობისათვის ძველ ქართულში" (1940), „შედარებით-აღმატებითი ხარისხის ფორმის გენეზისისათვის ქართველურ ენებში" (1940, რუს. ენაზე), „ადიღეური ტიპის მოთხრობითი ბრუნვის გენეზისისათვის სვანურში" (1943), „გრამატიკული უარყოფა როგორც ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემა" (1948, რუს. ენაზე), „დამოკიდებული წინადადების განვითარების ისტორიიდან ძველ ქართულში" (1949), „ქართული ენის მესხური კილო" (1967, რუს. ენაზე).

ყურადღებას იმსახურებს დ-ს კვლევები რუსთველოლოგიაში. მის ნაშრომებში – „ამირანდარეჯანიანი" (1937, რუს. ენაზე), „შოთა რუსთაველი და ქართული ლიტერატურა" (1938, რუს. ენაზე), „მეტაფორა ფართო გაგებით და პოეტური მეტაფორა" (1938, რუს. ენაზე), „საშინელი უმეცრება" – დ. დანდუროვის წიგნის „შოთა რუსთაველის" შესახებ (1937, რუს. ენაზე; 1938, ქართ. ენაზე), „კიდევ ერთხელ რუსთაველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ" (1940, რუს. ენაზე), „ვეფხისტყაოსნის ერთი შესავალი სტროფის ლინგვისტური ანალიზისათვის" (1943) და სხვ. გაშუქებულია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების, აგრეთვე მისი ეპოქის ქართული კულტ. საკითხები.

თხზ.: რჩეული ნაშრომები, [ტ.] 1, თბ., 1967; Статьи по общему и кавказскому языкознанию, Л., 1975.

ლიტ.: А б а е в В. И., Памяти Карпеза Дариспановича Дондуа (к годовщине со дня смерти),«Известия АН СССР. Отделение лит. и языка», 1952, XI, в. 6 (გადაბეჭდილია დ-ს „რჩეული შრომები", გვ. 15–19); Т у р ч а н и н о в Г.Ф., К. Д. Дондуа – ученый и человек, წგ.: Статьи по общему языкознанию, Л., 1975.

გ. იმნაიშვილი

ი. მეგრელიძე