დონაძე ვარლამ ბარნაბის ძე

დონაძე ვარლამ ბარნაბის ძე (15. V. 1908, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 6. IX. 1989, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1965), თსუ-ის პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979).

1929 დაამთავრა თსუ-ის პედ. ფაკ-ტი. დ. იკვლევდა დას. ევრ. და სამხრ.-აღმ. აზიის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს, აგრეთვე XIX ს. II ნახ. ქართ. საზ. აზრის დამოკიდებულებას ახ. დროის მსოფლიო ისტ. აქტუალური პრობლემებისადმი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: სუნ იატ-სენი, თბ., 1955; ახალი ისტორიის აქტუალური პრობლემები და XIX ს. II ნახ. ქართული საზოგადოებრივი აზრი, თბ., 1973; ინდოელი ხალხის დიდი შვილი მაჰათმა განდი, თბ., 1974; ბოსფორი და დარდანელი (საკითხის ისტორიის ნარკვევები), თბ., 1983; ნიკო ნიკოლაძის სოციოლოგიური და ისტორიული შეხედულებები, თბ., 1987; ილია ჭავჭავაძე და მსოფლიო ისტორიის ახალი პერიოდის აქტუალური პრობლემები, თბ., 1987.