დონაური ივანე მიხეილის ძე (1806, სანქტ-პეტერბურგი, – 1849, იქვე), რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოდან გადასახლებულ ქართვ. აზნაურთა შთამომავალი, გენ.-მ. მ. დონაურის ვაჟი.
ახალგაზრდობისას კამერიუნკერი იყო. თავდაპირველად მსახურობდა საგარეო საქმეთა, შემდეგ სახელმწ. ქონების სამინისტროში.
1843 დანიშნეს იაროსლავის ვიცე-გუბერნატორად, 1846 მიენიჭა სახელმწ. მრჩევლის წოდება.