დომბა

დომბა

დომბა (Bison bonasus), ძუძუმწოვარი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა.

ხარის სხეულის სიგრძე 3,5 მ, სიმაღლე მინდაოში 1,9 მ, მასა 700–1000 კგ აღწევს, ფური მომცროა. ყელსა და მკერდზე გრძელი ბალანი აქვს. სქესობრივად 3 წლის ასაკში მწიფდება. წელიწადში შობს 1 ხბოს.

იკვებება ბალახითა და ნეკერით. დ. ბინადრობს ჯოგებად. საქართველოში მისი ქვესახეობა – კავკასიური დ. – გავრცელებული იყო აფხაზეთისა და სამეგრელოს ტყეებიდან თერგის სათავეებამდე.

1927 ბზიფის ხეობაში მოკლეს უკანასკნელი დ. კავკ. ნაკრძალში გადარჩა ერთი სახარე ხბო, რ-იც შეაჯვარეს ბელოვეჟიური დ-ის ფურთან და მიიღეს კავკ.-ბელოვეჟიური დ .; ჰიბრიდს კარგად აქვს გამოვლენილი ჰეტეროზისი, ზომით მშობლებზე დიდია და იძლევა ჯანსაღ შთამომავლობას. მათ გასამრავლებლად მსოფლიოს 28 ქვეყანაში შეიქმნა საშენები. დ-ების თავისუფლად გაშვებული ახ. ჯოგებია ბელოვეჟის ტევრში, კარპატებსა და კავკასიაში.

ა. არაბული