დოლენჯაშვილი გურამ ნიკოლოზის ძე (დ. 9. III. 1943, ქუთაისი), გრაფიკოსი, ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1985). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წ.-კორ. (2004).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1968, ვ. გრიგოლიას კლასი). 1969-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში.
დ-ის თემატურ ციკლებად გაერთ. ნამუშევართაგან აღსანიშნავია „იმერეთის პეიზაჟი" (1983), „ჩემი სამშობლო" (1985), ომისა და მშვიდობისადმი მიძღვნილი სერიები „გაფრთხილება" (1982), „განგაშის ზარები" (1987).
ავტორია საინტერესო სერიებისა („არქტიკა", „ჩუკოტკა", „თეთრი ზღვა", 1976–78). დაზგური გრაფიკის ბიენალეზე დ-ის „ვერცხლისფერი პლაკატი" დაჯილდოვდა I პრემიით (1985, ვარნა, ბულგარეთი).
მისი ნახატები გამოფენილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, შვედეთში, გფრ-ში, ავსტრიაში და სხვ. დ-ის ნამუშევრები ინახება საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო პირთა კოლექციებში.