დოლენჯაშვილი თეონა გურამის ასული

დოლენჯაშვილი თეონა გურამის ასული (დ. 25. II. 1975, ქუთაისი), მწერალი.

დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1998). სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებში. 2010-იდან არის გაზ. „24 საათი – Weekend" ის ლიტ. დამატება „წიგნების" რედაქტორი. 2011 იყო ქართ.- ლიტ. ჟურნ. „თავისუფალი დროს" რედაქტორი.

ნაწარმოებების გამოქვეყნება დაიწყო 2003-იდან. მოთხრობა „ფიდაი, ანუ ამინა სამიდან ხუთამდე" დაჯილდოვდა გაზ. „პარნასის" პრიზით „2004 წლის საუკეთესო მოთხრობა", მოთხრობების კრებული „იანვრის მდინარე" (2005) – ლიტ. პრემიით „საბა" (წლის საუკეთესო დებიუტი). 2009 ლიტ. პრემია „საბა" (წლის საუკეთესო რომანი) მიენიჭა დ-ის რომანს „მემფისი", რ-ის თარგმნის უფლება 2010 შეიძინა იტალიურმა გამომცემლობა „ნიკიტამ". მოთხრობა „რეალური არსებები" 2010 დაჯილდოვდა პრემიით „წლის საუკეთესო მოთხრობა".

დ-ის ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა უცხოურ ენაზე.