გუმისთა

ხიდი მდინარე გუმისთაზე

გუმისთა, მდინარე დასავლეთ საქართველოში, სოხუმის მუნიციპალიტეტში. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართ. 576 კმ². წარმოიქმნება მდინარეების – აღმოსავლეთის გუმისთისა და დასავლეთის გუმისთის შეერთებით. ერთვის შავ ზღვას ქ. სოხუმის დასავლეთით. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირეა ზაფხულსა და ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 30 მ³/წმ. მდინარის წყალს იყენებენ სოხუმის წყალმომარაგებისათვის.

ი. აფხაზავა