დოიაშვილი დავით თეიმურაზის ძე (დ. 7. X. 1971, თბილისი), რეჟისორი.
1993 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინ-ტის თეატრის სარეჟისორო ფაკ-ტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო). 1998–2001 იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მთ. რეჟისორი, 2004-იდან ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიისა და დრამის სახელმწ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 2005 - იდან – დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 2006-იდან თეატრის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი.
დადგა: რ. აკუტაგავას „ცხოვრება იდიოტისა" (კინომსახიობთა თეატრი, 1994), უ. შექსპირის „მეფე ლირი" (1995; კ. მარჯანიშვილის სახ. პრემია; 1995), ა. ჩეხოვის „სამი და" (1997), ო. უაილდის „სალომეა" (1998) და ჟ. მარსინის „მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია" (1999, ს. ახმეტელის სახ. პრემია, 1999, ოთხივე მარჯანიშვილის სახ. თეატრი), დ. ტურაშვილის და დ. დოიაშვილის „ჯინსების თაობა" (თავისუფალი თეატრი, 2001), ვ. დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე" (ბათუმის საოპერო სტუდია, 2005 და ამ ოპერის ახ. ვერსია – მიუზიკლი „ქეთო და კოტე", ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი, 2011), „მარლენ დიტრიხი" (დიტრიხის ცხოვრების მიხედვით, 2006), უ. შექსპირის „მაკბეთი" (2009), „ვერისუბნის მელოდიები" (გ. შენგელაიასა და გ. ცაბაძის მიუზიკლის მიხედვით, 2010), „მუსიკის ჰანგები" (რ. უაიდის მიხედვით, 2010), „სირანო დე ბერჟერაკი" (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი", 2011); ყველა მუს. და დრამის თეატრი) და სხვ.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2005).