დიონისე

დიონისეს ნიღაბი ტერაკოტა ძვ. წ. II–I სს. ვანი

 დიონისე (Dionysos), ძვ. ბერძნულ მითოლოგიაში მცენარეულობის, ღვინისა და მევენახეობის ღვთაება, მხიარულებისა და განცხრომის მომნიჭებელი, მუზების მეგობარი და მფარველი (მისი კულტის განვითარებასთან არის დაკავშირებული დრამისა და დითირამბების წარმოშობა).

თავდაპირველად პოპულარული იყო დაბალ ფენებში, მაგრამ უკვე ძვ. წ. VIII–VI სს-ში დ-ს კულტი მთელ საბერძნეთში დამკვიდრდა და მის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა.

დ-ს გამოსახულებებს (ტერაკოტული ნიღბები, მოზაიკა, ქანდაკება) ვხვდებით საქართველოში, კერძოდ, ვანის, სარკინის, ძალისის ნაქალაქარებში.