დიდებულიძე ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (დ. 30. IX. 1944, თბილისი), ელექტრომექანიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1997). ტექ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992). საქართვ. სოფლის მეურნეობის მეცნ. აკად. ნამდვ. წევრი (1995).
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1966). 1967–68 მუშაობდა იქვე, 1968–74 – საქართვ. სოფ. მეურნ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში. 1974- იდან მუშაობს საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში (ახლანდ. საქართვ. აგრარული უნ-ტი), 1989-იდან ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრის გამგეა.
2004–08 იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. დ-ის სამეცნ. შრომები ეხება სოფ. მეურნ. და ელექტრომექანიკის პრობლემებს – სპეც. ელექტრიფიცირებულ სატრანსპ.-ტექნოლ. მოწყობილობებს, ელექტროდანადგარების ექსპლუატაციას.
მონაწილეობდა (ვ. მეტრეველსა და რ. ქსოვრელთან ერთად) ელექტრომაგნ. ვიბროამძრავის, პნევმოსატრანსპ. დანადგარის დამუშავებაში, რისთვისაც მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის 40 პატენტი და საავტორო მოწმობა.
თხზ.: ავტომატიზებული ელექტროამძრავი სოფლის მეურნეობაში, ნაწ. 2, თბ., 1982 (თანაავტ.: ვ. მეტრეველი, შ. ჭელიძე); ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია, თბ., 1991 (თანაავტ. ი. წულაძე); სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები, თბ., 1997; ენერგეტიკის სექტორი საქართველოში, თბ., 1998.
ვ. მეტრეველი