დიდებულიძე მარიამ თეიმურაზის ასული

მ. დიდებულიძე 

დიდებულიძე მარიამ თეიმურაზის ასული (დ. 28. V. 1952), ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006).

1974 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია. ამავე წლიდან იყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტორიის ინ-ტის (2005-იდან გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართ. ხელოვნების ისტ. და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნ. ცენტრი) მეცნიერი თანამშრომელი, 2009-იდან კი დირექტორია.

1988-იდან პედ. საქმიანობას ეწევა თბილ. სასულიერო აკადემიაში. დ-ის სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფეროა შუა საუკუნეების ფერწერა; ავტორია მრავალი სამეცნ. პუბლიკაციისა. მონაწილეობდა საერთაშ. სიმპოზიუმებსა და კონკურსებში.

1997-იდან დ. არის საქართვ. კულტ. მემკვიდრეობის დაცვის ფონდის სარეაბილიტაციო პროექტების კოორდინატორი, აგრეთვე საქართვ. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის, სამეცნ. მეთოდური საბჭოსა (ფერწერა) და საქართვ. საპატრიარქოს საეკლ. ხელოვნების საბჭოს წევრი.

თხზ.: Ancient Georgian Art, Tb, თბ., 2008 (თანაავტ. D. Tumanishvili).