ინწკირველი ამბროსი ნესტორის ძე

ინწკირველი ამბროსი ნესტორის ძე (28.XI. 1887, სოფ. ბახვი, ოზურგეთის მაზრა, – 23. I. 1969, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. კანდიდატი (1938), პროფესორი (1963), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1968). დაამთავრა კიევის კომერციული ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტი (1915). ინ-ტის დამთავრების შემდეგ სხვადა­სხვა დროს მუ­შა­ობ­და ბათუმსა და ფოთში, მასწავლებლობდა ქ. ფოთის ქალთა გიმნაზიაში. 1919 დაი­ნიშნა თბილ. ქალაქის გამგეობის მდივნად, 1920 კი აირჩიეს სა­ქართვ. კოოპერატიული ბანკის გამგეობის წევრად, კითხულობდა ლექციებს თბილ. პედ. (საპედაგოგიო) ინ-ტში. 1923 მიიწვიეს თსუ-ში ბუხჰალტრული აღრიცხვის დისციპლინებში ლექციების წასაკითხად. 1944 აირჩიეს მისივე ინიციატივით იქვე დაარ­სე­ბუ­ლი საბუხჰალტრო აღრიცხვისა და სამეურნ. საქმიანობის ანალიზის კა­თედ­რის გამგედ, სადაც ორი ათეული წლის განმავლობაში მუ­შაობ­და.

ი-ის სამეცნ. შრომები ­ეხება ბუხჰალტრული აღრიცხვა-ან­გარიშ­გების თეორ. და პრაქტ. სა­კითხებს. ავტორია ათობით სამეცნ. ნა­შრო­მისა, მ. შ. 12 სა­ხელმ­ძღვანე­ლოსი. მან ქართ. ენა­ზე შეადგინა პირველი ორიგინ. სა­ხელმ­ძღვანე­ლოები: „საბანკო ანგარიშწარმოება" (1927), „კოლმეურნეობათა ანგარიშ­სწორება" (1930), „სამრეწველო ანგარიშსწორება" (1934) და სხვ. მისი ნა­შრო­მი საკოლმეურნეო ბუხჰალტერიაში ერთ-ერთი პირველი სა­ხელმ­ძღვანე­ლო იყო არა მარტო ქართ., არამედ რუს. ენაზეც.

თხზ.: ბუხჰალტერიის ზო­გა­დი კურსი ორ ნაწილად: თეორია და პრაქტიკა, ტფ., 1924; ანგარიშმცოდნეობის საფუძვლები, გამოც. მე-3, ტფ., 1931; საბუხჰალტრო აღრიცხვის თეორიის კურსი, თბ., 1961.