ინწკირველი ლევან გრიგორის ძე (1.VI.1927, ქუთაისი, – 31.X. 2010, იქვე), სპორტსმენი (კალათბურთი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1950). ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ტიტულოვანი და სახელოვანი წარმომადგენელი.
დაამთავრა თსუ (1952). თამაშობდა თბილ. „დინამოში" (1947–64). ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1950, 1953–54), სამგზის მეორე (1959–61) და ორგზის მესამე (1948, 1952) პრიზიორი. სსრკ თასის სამგზის მფლობელი (1949–51). საბჭოთა კავშირის ხალხთა II სპარტაკიადის მეორე პრიზიორი საქართვ. ნაკრების შემადგენლობაში (1959). თბილ. „დინამოს" მოთამაშე მწვრთნელი (1963–64) და მთ. მწვრთნელი (1967–70). მისი ხელმძღვანელობით გუნდი გახდა სსრკ ჩემპიონი (1968), მეორე პრიზიორი და თასის მფლობელი (1969), ითამაშა ევროპის თასის მფლობელთა თასის ფინალში. წვრთნიდა „ნორჩ დინამოელებს", რ-ებიც სსრკ ჩემპიონები გახდნენ (1970). საქართვ. დამს. მწვრთნელი (1969).
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).