იოსელიანი ავთანდილ შოთას ძე

იოსელიანი ავთანდილ შოთას ძე (17. VIII. 1950, თბილისი, – 13.XI. 2007, იქვე), გენერალ-ლეიტე­ნანტი (1996).

1973 დაამთავრა სპი-ის სატრანსპ. ფაკ-ტი, 1974–75 იყო სსრკ უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსების კურსანტი (ქ. მინსკი). 1975–87 მუ­შა­ობ­და სხვადა­სხვა თანამდებობაზე სა­ხელმწ. უშიშროების კომიტეტში. 1987–91 იყო აფხაზეთის ასსრ სა­ხელმწ. უშიშროების კომიტეტის თავ-რის მოადგილე, 1991–92 – თავ-რე. 1992–93 – სა­ქარ­თვე­ლოს რესპ. საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავ-რის მოადგილე, 1993 მი­ე­ნი­ჭა გენ.-მ-ის წოდება. 1995–96 იყო საქართვ. სა­ხელმწ. უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, 1997–2004 – სა­ქარ­თვე­ლოს დაზვერვის სა­ხელმწ. დეპარტამენტის თავ-რე.

დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (1996).

ლ. დოლიძე