იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე

იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847, წყალტუბო, – 1919, ხაშური), საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.

დაამთავრა მოსკოვის სას. აკადემია (1870). მუ­შა­ობ­და თბილ. სას. სემინარიაში. 1873 დაითხოვეს რო­გორც „არაკეთილსაიმედო" პირი. 1873–89 მასწავლებლად მუ­შა­ობ­და თბილ. სამასწავლებლო ინ-ტში, შემდგომ – სათავადაზ­ნაურო სასწავლებელსა და თბილ. I გიმნაზიაში, სიცოცხლის ბოლო წლებში კი – ხა­შუ­რის გიმნაზიაში.

პრესის ფურცლებზე ი. გამოდიოდა „წყალტუბოელის" ფსევდონიმით. რამ­დე­ნი­მე წელი იმუშავა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობაში. საზ-ბის დავალებით, ი. ჭყონიასთან ერთად, პირადად ხელმძღვანელობდა ნ. ბარათა­შვილის ნეშტის განჯიდან თბილისში გადმოსვენებას. ი. მოღვაწეობდა ქართ. ჟურნალ-გაზეთებში. ბავშვებისათვის და­წერა „ვეფხისტყაოსნის" შინაარსი.

ლიტ.: სახალხო გა­ნათ­ლე­ბის ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრ. 1, თბ., 1953.