იოსელიანი დავით გიორგის ძე [17(29). VIII. 1894, სოფ. ქვემო ხვედურეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 25. II. 1968, თბილისი], ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1942).
1917 დაამთავრა პეტროგრ. სამხ.-სამედ. აკადემია. 1937–47 განაგებდა თბილ. სამედ. ინ-ტის ტოპოგრაფიული ანატ. და ოპერაციული ქირურგიის კათედრას, 1947–68 კი – ზოგადი ქირურგ. კათედრას. 1940–47 იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის დირექტორი. ი. სწავლობდა ასაკობრივი და ვარიაციული ანატ., ანაერობული ინფექციის, ნაწლავთა გაუვალობის, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის საკითხებს; ტრავმული ანევრიზმის ქირურგ. მკურნალობას და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ბარძაყის და წვივის ძვლების ნერვები და მათი დაზიანების გავლენა ძვლის კორძის განვითარებაზე, თბ., 1936.