იოსელიანი დავით გიორგის ძე

 

დ. იოსელიანი

იოსელიანი დავით გიორგის ძე (დ. 3. VI. 1943, თბილისი), კარდიოლოგი. რუსეთის მეცნ. აკად. წ.კორ. (2011), აკადემიკოსი (2016), მედ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1982). რუსეთის ფე­დე­რაციის მეცნ. დამს. მოღვაწე (2002).

1966 დაამთავრა თსსი. 1971-იდან მუშაობს მოსკოვის ა.ნ. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინ-ტში სხვა­და­სხვა თანამდებობაზე: უმც­რო­სი მეცნიერი თა­ნა­მშრო­მე­ლი (1972–77), უფრ. მეცნიერი თა­ნა­მშრო­მე­ლი (1977–82), თავისივე შექმნილი (1992-იდან გადაუდებელი და ინტერვენციული კარდიოლოგიის) ­განყ-ბის გამგე (1982–96), 1996-იდან – მოსკოვის ინტერვენციული კარდიოანგიოლოგიის სა­ხელმწ. ცენტრის (ასევე თავისივე დაარსე­ბუ­ლი) დირექტორი, 2011-იდან (შეთავსებით) – ნ.ი. პიროგოვის სახ. სამედიცინო უნ-ტის რენტგენოენდოვასკულარული მეთოდებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კა­თედ­რის, ასევე ი.მ. სეჩენოვის სახ. I სამედ. უნ-ტის ინტერვენციული კარდიოანგიოლოგიის კათედ­რის დამაარსებელი და გამგე (2016). 1988 გულის იშემიური დაავადების თანამედროვე მეთოდების მეცნ. დამუშავებისა და პრაქტიკაში დანერგვისთვის მი­ენი­ჭა სსრკ სა­ხელმწ. პრემია.

ი. 2000–04 იყო რუსეთის ინტერვენციული კარდიოანგიოლოგიის სამეცნ. საბჭოს თავ-რე; მოსკოვის კარდიოანგიოლოგთა საზ-ბის თავ-რე (2003-იდან), ვ.ი. ბურაკოვსკის სახ. პრემიის ლაურეატი (2010); მოსკოვის მთ. კარდიოლოგი (2000–10), ევროპის კარდიოლოგთა საზ-ბის ნამდვ. წევრი (2002); ორენოვან ჟურნალ „International journal of interventional cardioangiology“-ის მთ. რედაქტორი (2002). არის მრავალი სამეცნ. ნა­შრო­მის (მ. შ. 9 მონოგრაფიის, 1 სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლოს) და 5 გამოგონების ავტორი. სა­ქართვ. მეც­ნიე­რე­ბა­თა ეროვნ. აკადემიის უცხოელი წევრი (2017).

ი. არის რფ-ის სამთავრობო პრემიის ლაურეატი მეცნიერების და ტექნიკის დარგში (2010). მოსკოვის სამთავრობო პრემიის ლაურეატი (2003, 2008, 2011); არჩეულია ამერიკის კარდიოლოგიური კოლეჯის (1993), კუბის კარდიოლოგთა საზ-ბის გამგეობის (1980), ნიუ-იორკის აკადემიის (1995) წევრად და სხვ. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (2003).

თხზ.: Актуальные вопросы кардиологии, М., 2006; Раннее поэтапное восстановление нарушенного кровоснабжения сердца и улучшение ближайшего и среднеотдаленного прогноза у больных острым инфарктом миокарда (клинико-патофизиологические и фармакологические аспекты), М., 2009.