იოსელიანი დიმიტრი მელიტონის ძე

იოსელიანი დიმიტრი მელიტონის ძე (2. XII. 1913, სოფ. ჩიბათი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 13. III. 1989, თბილისი), სპორტსმენი (მძლეოსნობა). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1936). სა­ქართვ. ფიზ. კულტურის და სპორტის დამს. მოღვაწე (1978).

დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის სამრეწვ.-ეკონ. ფაკ-ტი (1938) და მოსკოვის ­ცენტრ. ფიზ. კულტურის ინ-ტი (1949). იყო სპორტული საზ-ბა „ნაუკას" თავ-რის მოადგილე (1937–41), ასევე მოსკოვში სა­ქართვ. წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგი­ლე (1944–45), საქართვ. სა­ხელმწ. ფიზიკური კულტ. ინ-ტის რექტორი (1945–53), მძლეოსნობის კა­თედ­რის გამგე (1956–76) და პროფესორი (1979). მსოფლიოს რეკორდსმენი ადგილიდან ხტომაში (1936). სა­ქარ­თვე­ლოს, კავკასიისა და სსრკ მრავალგზის რეკორდსმენი მძლეოსნურ ტყორცნებსა და ხტომებში. იყო მრავალი სამეცნ. შრომისა და გამოგონების ავტორი მძლეოსნობის თეორიისა და პრაქტიკის დარგში.

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

ა. ციბაძე