იოსელიანი იაროსლავ კონსტანტინეს ძე

იოსელიანი იაროსლავ კონსტანტინეს ძე (23. II. 1912, სოფ. ლახირი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 23. III. 1978, თბილისი), საბჭოთა კავ­ში­რის გმირი (16. V. 1944). I რანგის კაპიტანი.

1938–39 მსახურობდა შავი ­ზღვის ფლოტში წყალქვეშა ნავის შტურმანად. II მსოფლიო ომის დროს (1939–45) იბრძოდა ოდესის, სევასტოპოლის, კავკასიისა და საბჭოთა იმიერპოლარეთის დასაცავად. მეთაურობდა წყალ­ქვეშა ნავებს, მ. შ. „საბჭოთა სვანეთს" („ს-17"). ი-ის მეთაურობით მოწინააღმდეგის 18 გემი ჩაიძირა. ომის შემდეგ მსახურობდა სამხ.საზღვაო ფლოტში სხვა­და­სხვა სამეთაურო თანამდებობაზე.

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები, ასევე სახელობითი დაშნა.

ი-ს ეკუთვნის სამეცნ. შრომები სამხ.-საზღვაო ხელოვნების ისტორიაში, აგრეთვე მხატვრული ნაწარმოებები.

თხზ.: საბედისწერო ნაღმი, თბ., 1971; ორთაბრძო­ლა წყალქვეშ, თბ., 1972; Записки подводника, М., 1954; Мурманск, 1962; Огонь в океане, М., 1959; Тб., 1975.

ტ. ჩინჩილაკა­შვი­ლი