იოსელიანი მიხეილ სტეფანეს ძე

იოსელიანი მიხეილ სტეფანეს ძე (15. XI. 1926, სოფ. მულახი, ახლანდ. მესტიის მუნიციპალიტეტი, – 22. XII. 1992, თბილისი), გეოლოგი და გეოფიზიკოსი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1982), პროფესორი (1990).

1950 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი. 1954–92 მუ­შა­ობ­და გეოფიზიკის ინ-ტში (1971–92 – სეისმოძიების ­განყ-ბის გამგე).

ი-ის ძირითადი შრომები ეხება დედამიწის ქერქისა და ლითოსფეროს სიღრმული აგებულების შესწავლას, სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოფიზ. მეთოდებით კვლე­ვას (სეისმოძიება, მაგნიტოძიება), საინჟ. გეოლ. ამოცანების გადაწყვეტას. მან პირველმა გამოთქვა მოსაზრება კა­ხე­თის ტერიტორიის სამხრ. ნაწილისა და კოლხეთის დაბლობის ზოგიერთი პერიფერიული უბნის ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობის შესა­ხებ.

თხზ.: Строение осадочного комплекса и кристаллического фундамента территории Грузии по геофизическим данным, Тб., 1969; Глубинное геологическое строение межгорной депрессии Восточной Грузии по сейсмическим данным, Тб., 1973 (თანაავტ.); Строение литосферы территории Грузии по сейсмическим данным, Тб., 1989 (თანაავტ.).