იოსელიანი ნანა მიხეილის ასული

 

ნ.იოსელიანი

იოსელიანი ნანა მიხეილის ასული (დ. 12. II. 1962, თბილისი), სპორტსმენი, მოჭადრაკე. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1989), საერთაშ. დიდოსტატი (1979), სპორტის ოსტატი (1976), ­საერთაშ. ოსტატი (1978).

დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1983). თბილისის ჩემპიონი (1975), სსრ კავ­ში­რის ჩემპიონი ქალთა შორის (1981, 1982, 1986, 1987), ევროპის ორგზის ჩემპიონი გოგონათა შორის (1978, 1979).

მონაწილეობდა ქალთა მსოფლიო პირველობის შემდეგ ციკლებში: 1978–81 – საზონათაშორისო ტურნირი, რიო-დე-ჟანეირო (1979, I ადგილი); პრეტენდენტთა მატჩები (8 მონაწილე): ჟ. ვერეცთან (6:3); ნ. გაფრინდაშვილთან (7:7); ნ. ალექსანდრიასთან (2,5: 6,5). პრეტენდენტთა მატჩები (1981– 84): ლიუ-შილანთან (6:3); ლ. სემიონოვასთან (4,5:5,5). 1986–88 საზონათაშორისო ტურნირი: ტუზლა (1987; I ადგილი); პრეტენდენტ­თა მატჩ-ტურნირი, წყალტუბო (1988; I–II ადგილი). და­მა­ტები­თი მატჩი ე. ახმილოვსკაიასთან (3:2). მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისთვის, თელავი (1988): მ. ჩიბურდანიძესთან (7,5:8,5). 1989–91 პრეტენდენტთა ტურნირი, ბორჯომი (1990; III–IV ადგილი). 1991–93 საზონათშორისო ტურნირი: სუბოტიცა (1991; III–IV ადგილი). პრეტენდენტთა ტურნირი: შანჰაი (1992; II–III ადგილი); მატჩი პრეტენდენტის საგზურისათვის: მონტე-კარლო (1993), ჟ. პოლგართან 4:4 (1:1, 1:1), კენჭისყრით გაიმარჯვა ი-მა. მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისთვის: მონტე-კარლო (1993), სე ცზიუნთან (2,5:8,5). 1993–95 პრეტენდენტთა მატჩ-ტურნირი: ტილბურგი (1994; VII–VIII ადგილი).

ი. 5-ჯერ გახდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული: 1980 და 1982 – სსრ კავ­ში­რის, ხოლო 1992, 1994, 1996 – საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში; არის მეორე (2000) და მესამე (1998) პრიზიორი, ასევე ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული სა­ქარ­თველოს ნაკრების შემადგენლობაში (პულა, 1997).

დაჯილდოებულია ღირსებისა (1994) და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენებით (2001).

დ. გურგენიძე