იოსელიანი ნიკოლოზ (ჯვებე) პავლეს ძე

 

ნ.იოსელიანი

იოსელიანი ნიკოლოზ (ჯვებე) პავლეს ძე [1(13). VIII. 1894, სოფ. კვათანა, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი, – 9. III. 1928, თბილისი], ზოოტექნიკოსი. ზოოტექ. მეცნიერების, გენეტ. განათლებისა და კვლე­ვის ერთ-ერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

1921 დაამთავრა ბონის (გერმანია) აგრონ. აკადემია. 1923 ჰალეში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და დაბრუნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ი. სა­თავე­ში ჩაუდგა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტის შინაურ ცხოველთა მომშენებლობისა და გენეტიკის კათედრას. დაამუშავა სა­ქარ­თვე­ლო­ში აგრონ. გა­ნათ­ლე­ბის მეთოდიკის საკითხები. ფართო ექსპერ. მუ­შა­ო­ბა გა­შალა მუხრანის სასწ. მეურნეობაში (ცხოველთა ადგილ. ჯიშების გენოფონდის შესწავლა, ზოგიერთი შემოყვანილი ჯიშის აკლიმატიზაციისა და ადგილ. ჯიშებთან შეჯვარების საკითხები, ცხოველთა წარმოშობა და ჯიშური დიაგნოსტიკა).

თხზ.: ქართული Brachyceros-ების კრანიოლოგიური გამოკვლე­ვა, «სა­ქართვე­ლოს მუზეუმის მოამბე», 1926, ტ. 3; მასალები თუშური ცხვრის ფენოანალიზისათვის, «ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე», 1928, ტ. 8.

გ. ჯორჯიკია