იოსელიანი ოთარ გრიგოლის ძე (27.VII.1938, თბილისი, – 12. V. 2009, იქვე), მეტალურგი.
1960 დაამთავრა სპი-ის მეტალურგიის ფაკ-ტი შავი ლითონების მეტალ. სპეციალობით, ხოლო 1965 – ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი მყარი ტანის ფიზ. სპეციალობით. 1961–68 მუშაობდა რუსთავის მეტალ. ქ-ნაში მეფოლადედ, 1968–76 სპი-ის ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლ. კათედრაზეა. 1976– 80 მივლინებული იყო ალჟირის სახალხო-დემოკრ. რესპუბლიკაში მსუბუქი მრეწველობის სამინისტროს სასწ. ინ-ტში ლექციების წასაკითხად. 1981-იდან საქართვ. ტექ. უნ-ტის ლითონმცოდნეობისა და ლითონთა ტექნოლ. კათედრაზეა.
1975–90 წლებში შესრულებული ნაშრომებისათვის ეკონომიურად ლეგირებული ფოლადებისა და პროგრესული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება-დანერგვა საწარმოო ციკლში – „ფოლადი – მზა პროდუქცია" (ავტორთა ჯგუფთან ერთად) მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1993).