ინაური, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ბელოთის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. პატარა ლიახვის ხეობაში. ზ. დ. 1780 მ.
სოფლის ზემოთ, ძველ ნასოფლარზე, დგას მაღალი, ე. წ. ზურგიანი კოშკი, რ-ის ახლოს, ტყეში, შემორჩენილია მრავალმხრივ საინტერესო, VIII–IX სს. ძლიერ დაზიანებული გუმბათოვანი ეკლესია.
ი. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.
ლიტ.: Меписашвили Р., Цинцадзе В., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии Шида-Картли, Тб., 1975.