ინაშვილი ნიკო

ინაშვილი ნიკო (გ. 6. XI. 1870, თბილისი), პუბლიცისტი და პედაგოგი.

დაამთავრა თბილ. სას. სემინარია. ერთხანს თბილისშივე ასწავლიდა ქართ. ენას ფავრის პანსიონში, შემდეგ ჩაირიცხა კიევის უნ-ტში, საიდანაც პეტერბურგის უნ-ტში გადავიდა, მაგრამ უკვე ტუბერკულოზით იყო დაავადებული და სტუდენტობის წლებშივე გარდაიცვალა.

ი. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ. „მნათობთან". ჟურნალის პირველივე ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში „საჭიროა თუ არა ქართული რიგიანი ჟურნალი?" (1869, მარტი) ი-მა დაასაბუთა ეროვნ. ჟურნალისტიკის დიდი მნიშვნელობა საერთო-ნაციონალური თვითშეგნების ჩამოყალიბება-განმტკიცებისათვის, საზ-ბის ცხოვრებისა და აზრის ჰუმანიზაციის, ხალხის „გონებითი, ზნეობითი და ნივთიერი წარმატებებისათვის". თარგმნა ინგლ. ფილოსოფოსისა და ეკონომისტის, ჯ. ს. მილის „ქალების განთავისუფლება" („მნათობი", 1869, მაისი–აგვისტო), თარგმანის წინასიტყვაობასა და კომენტა­რებში ი-მა სა­ქარ­თვე­ლოში პირველთაგანმა წამოჭრა ე. წ. „ქალთა საკითხი" (ქალთა ემანსიპაციის პრობლემა).

თხზ.: ზნეობათა გონებითი და ესთეტიკური გახსნა, «დროება», 1868, NN36–39.

ლიტ.: ნ ი კ ო ლ ა ძ ე  ნ., თხზუ­ლება­ნი, ტ. 2, თბ., 1960; ხ უ ნ დ ა ძ ე  ს., სოციალიზმის ისტორიისათვის სა­ქარ­თვე­ლოში, ტ. 1, ტფ., 1927; ჯ ო რ ჯ ა ძ ე  ა., წერილები, თბ., 1989.

თ. ჯოლოგუა