ინასარიძე გიორგი მოსეს ძე

ინასარიძე გიორგი მოსეს ძე (25.XII. 1920, სოფ. მარელისი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 26. II. 1984, თბილისი), საბჭოთა კავ­ში­რის გმირი (18. VIII. 1945). პოლკოვნიკი (1940).

დაამთავრა საავიაციო სკოლა ქ. ოდესაში. II მსოფლიო ომის დროს (1939–45) იბრძოდა ­ცენტრ. (1941იდან), კალინინის (1942-იდან), ბელორუსიის I (1943-იდან) ფრონტებზე; განახორციელა 188 საბრძოლო გაფრენა.

კენიგსბერგის დაჯგუფების განადგურებაში გამოჩენილი მამაცობისათვის მი­ე­ნი­ჭა გმირის წოდება. 1945 დაამთავრა სამხ.-საჰაერო ძალების პოლკის შტურმანთა უმაღლესი საოფიცრო სკოლა.

1946–51 მუ­შა­ობ­და საქ. სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროში. იყო თიანეთის (1953–55), ბორჯომის (1955–61), რუსთავის (1961–63) სამხ. კომისარი. 1963-იდან თადარიგში გავიდა.

დაჯილდოებულია სა­ხელმწ. და საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.