ინასარიძე შალვა ტროფიმეს ძე

შ. ინასარიძე

ინასარიძე შალვა ტროფიმეს ძე (17. IX. 1900, თელავი, – 20. III.1978, ბათუმი), რეჟისორი, პედა­გოგი. სა­ქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1943).

1924–25 სწავლობდა ბათუმის თეატრ. სტუდიაში. სტუდიის დამთავრების შემდეგ მუ­შა­ობ­და ქუთაისისა და ჭიათურის თეატრებში. 1930–37 იყო მოსკ. ლუნაჩარსკის სახ. თეატრ. ინ-ტის სტუდენტი. 1937, სარეჟისორო ფაკ-ტის დამთავრების შემდეგ, მუ­შა­ო­ბა დაიწყო ბათუმის მუშა ახალგაზრდობის თეატრში მთ. რეჟისორად. 1937 წ. 18 მარტს დაარსდა ბათუმის სა­ხელმწ. პროფ. თეატრი, სადაც ი. გარდაცვალებამდე მუ­შა­ობ­და დამდგმელ რეჟისორად. რამდენჯერმე იყო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ი. ეწეოდა როგორც შემოქმედებით, ასევე პედ. მოღვაწეობას, მისი აღზრდილია ბათუმის თეატრის მსახიობთა არაერთი თაობა. ი-მ სხვა­და­სხვა დროს დადგა სპექტაკლები: გ. მდივნის „ალკაზარი", შ. დადიანის „გუშინდელნი", ა. ოსტროვსკის „უმზითვო", უ. შექსპირის „ჰამლეტი" და სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი" (ორივე ა. ჩხარტიშვილთან ერთად). ა. შტეინის „პერსონალური საქმე" 1957 წარმოადგინეს აჭა­რის ლიტ-რისა და ხელოვნების დეკადაზე თბილისში.

ი. ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ხულოს თეატრის დაფუძნებაში შეტანილი წვლი­ლისათვის დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.