იმნაიშვილი თამაზ ზურაბის ძე

თ. იმნაიშვილი

იმნაიშვილი თამაზ ზურაბის ძე (დ. 28. VII. 1954, თბილისი), სპორტსმენი, სასტენდო სროლა (მრგვალი სტენდი). სპორტის დამს. ოსტატი (1981).

დაამთავრა თბილისის ფიზ. კულტურის სა­ხელმწ. ინ-ტი (1975), თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1987). ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1988).

მსოფლიო ჩემპიონი (1981) და მესამე პრიზიორი (1979–80) პირად შეჯიბრებაში, მეორე (1983, 1990) და მესამე (1979, 1981, 1986) პრიზიორი გუნდურ ჩათვლაში. ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1981) პირად შეჯიბრებაში და ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977–78, 1980– 81, 1984–85, 1987). მსოფლიო თასის მფლობელი (1990), სსრკ ჩემპიონი (1986). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი ახალგაზრდებში (1973–74). სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი, საერთაშ. კა­ტე­გო­რი­ის მსაჯი. სა­ქართვ. სპორტის დეპარტამენტის ინსტრუქტორი (1980–91), სა­ქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (1994–2004), სა­ქართვ. სროლის სახეობათა ეროვნ. ფედერ. ვიცე-პრეზიდენტი (1992).

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.