იმედაძე ნათელა ვალერიანის ასული (2. VI. 1929, თბილისი, - 22. V. 2024, თბილისი), ფსიქოლოგი. ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1986).
დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლ. ფაკ-ტი ფსიქოლ. სპეციალობით (1952). 1957–78 მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში. 1973–2006 ხელმძღვანელობდა ფსიქოლ. კათედრას თბილისის ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტში. არის ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორ-ემერიტუსი, საქართვ. განათლების მეცნ. აკად. წევრი (2001). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი ქართულ და უცხოურ ენებზე.
ი. არის ფსიქოლინგვისტიკისა და ემოციების ფსიქოლოგიის სპეციალისტი. საერთაშ. აღიარება მოუტანა ბილინგვიზმის ფუნდამენტური ფსიქოლ. მექანიზმებისა და მეორე ენის ათვისების ასაკობრივ კანონზომიერებათა შესწავლამ. აღნიშნული პრობლემატიკა გააზრებულია განწყობის თეორიის პოზიციიდან. იკვლევდა ბავშვთა ემოციებს. შექმნა ბავშვთა შფოთვის გაზომვის პროექციული მეთოდიკა, რ-იც გამოიყენება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შეისწავლა მოზარდთა შფოთვის დაძლევის სტრატეგიები.
თხზ.: ემოციური აღზრდის ფსიქოლოგიური საფუძვლები, თბ., 1973; Психологические вопросы усвоения русского языка в грузинской школе, Тб., 1966; Экспериментально-психологические исследования овладения и владения вторым языком, Тб., 1979; The acquisition of Georgian, კრ: The Crosslinguistic Study of Language Acquisition, N. Y., 1994