იმედაშვილი კობა იოსების ძე

კ. იმედაშვილი

იმედაშვილი კობა იოსების ძე (18. IV. 1935, თბილისი, - 3. XII. 2022, იქვე), ლიტე­რა­ტუ­რათ­მცო­დნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1958). პირველი კრიტ. წე­რილი „რატომ ჩამორჩება ლიტე­რატურული კრიტიკა" გამოაქვეყნა 1955 (ე. ჩხენკელთან ერთად), პირველი წიგნი „ადამიანი და დრო" – 1967. 1959-იდან მუ­შა­ობ­და ქართ. ლიტ-რის ინ-ტში. სხვა­და­სხვა დროს პარალელურად მუ­შა­ობ­და რუსთაველის თეატრის სალიტ. ნაწილის გამგედ, თბილ. ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში, იყო სა­ხელმწ. ტელე-რადიოკორპორაციის, გაერთიანება „სხივის" ხელმძღვანელი, „ჯ. სოროსის საგანმანათლებლო ჟურნალის" ერთერთი დამა­არსებელი და მთ. რედაქტორის მოადგილე, 1992–2003 – მთავარი სა­ხელმწ. მრჩეველი სა­ხელმწ. მე­თაურის აპარატში, 1993–2003 – სა­ხელმწ. კანცელარიის კულტ., მეცნიერების, გა­ნათლე­ბისა და ახალ­გაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი.

ი. ავტორია წიგნებისა: „ოცდაათი წლის შემდეგ" (1977), „მონოლოგები და დიალოგები"(1982), „მიჯნა" (1987), „საუბრები" (1990), „დიდი და ძნელი გამოცდები" (1991) და სხვ. მისი კვლე­ვის საგანია მ. ჯა­ვა­ხი­შვი­ლის, გ. რობაქიძის, ო. ჩხე­იძის, ნ. დუმბაძის, ჭ. ამირეჯიბის და სხვათა შემოქმედება. გამოქვე­ყნებულია ი-ის საბავშვო მოთხრობები: „ჩიორა" (1969), „თომას თავ­გადასავალი" (2010).

1993–95 გამოქვეყნებული პუბლიცისტური წე­რი­ლე­ბისათვის ი-ს 1996 მი­ე­ნი­ჭა სა­ქართვ. სა­ხელმ­წიფო პრემია.

თხზ.: ჩემი პირველი ქრესტომათია, თბ., 2010; ჩემი საუკუნე, თბ., 2016.

ლიტ.: დ ო ღ ო ნ ა ძ ე  ი., ოჯახური დინასტიები სა­ქარ­თვე­ლო­ში, მ., 2004 (ქართ., რუს., ინგლ. ენებზე).