იზაბელა

იზაბელა (Isabel)(22. IV. 1451 – 26. XI. 1504), კასტილიისა (1474-იდან) და გაერთიანებული ესპანეთის დედოფალი 1479-იდან. გაატარა რიგი რეფორმები, რ-თა შედეგადაც შექმნა ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა. 1492 ესპანეთიდან სა­ბო­ლო­ოდ განდევნა არაბები.

ი. ხელმძღვანელობდა ინტენსიურ დიპლ. ურთიერთობებს. მისი მმართველობის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ურთიერთობა ჰქონდა ესპანეთთან. ეგვიპტეში სა­ქარ­თვე­ლოს დიპლ. მისიის (1493–94) ხელმძღვანელი ნილოსი იერუსალიმში შეხვდა ესპ. ელჩებს, რ-ებისგანაც ქართველებმა ი-ს მიერ არაბთა დამარცხების ამბავი შეიტყვეს. მოლაპარაკების შემდეგ ესპ. ელჩები თბილისში ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს ეწვივნენ. გადაწყდა ესპანეთში დიპლ. მისიის გაგზავნა. ესპ. სამეფო კარზე ­ქართვ. დიპლომატები 1495 წარსდგნენ. მათ ი-ს კონსტანტინე II-ის წერილიც გადასცეს, სადაც იგი დედოფალს სწერდა: ­„გევედრებით დაუყოვნებლივ პირდაპირ კონსტანტინეპოლზე გამოილაშქროთ და… მეც პირადად შვილებითურთ და მთელი ლაშქრით,… შენთან ერთად საბრძოლველად წამოსასვლელად მზად ვიქნები. ხოლო სიყვარულის ნიშნად ამ მცი­რე ­ძღვენს გაახლებთ: იეზდის 19 ოქროქსოვილს, 40 მისხალს ობოლ მარგალიტს და 17 ვეფხვის ტყავს". ამ ელჩობას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

ლიტ.: მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი ­შ ვ ი ლ ი  ე., სა­ქარ­თვე­ლოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV ს. მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში (ევროპული წყა­როე­ბის მიხედვით), თბ., 1981; სა­ქარ­თველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; ხ ი ნ თ ი ბ ი ძ ე  ე., ახალი მასალები ქართველ მეფეთა ესპანეთში მიმოწერის შე­სა­ხებ, «ცისკარი», 1986, №3; ჯ ა ­ვ ა ­ხ ი ­შ ვ ი ლ ი  ივ., თხზუ­ლე­ბანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.

ლ. მანიავა