იამანიძე შოთა დავითის ძე

 

შ. იამანიძე

იამანიძე შოთა დავითის ძე (15. III. 1937, თბილისი, – 15. X. 1971, იქვე), სპორტსმენი (ფეხბურთელი). სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1969).

დაამთავრა სპი (1965). თბილისის „დინამოს" კაპიტანი (1961–66). სსრკ ჩემპიონი (1964) და მესამე პრიზიორი (1959, 1962, 1967). სსრკ თასის გათამაშების ფინალისტი (1960). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1956). სამჯერ დასახელდა სსრკ „33 საუკეთესო ფეხბურთელის" სიაში. სსრკ ოლიმპიური ნაკრების წევრი (ჩაატარა 2 მატჩი).

გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით და თამაშის საუცხოო ორგანიზაციის უნა­რით.

მიღებული აქვს სა­ხელ­მწი­ფო ჯილდოები.

დაიღუპა ავტოკატასტროფაში.