იაკობაშვილი ზურაბ ალექსის ძე (დ. 4. II. 1992, ყვარელი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). მსოფლიო ჩემპიონი (2017).
დაამთავრა სტუ (2014). ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2017). ევროპის თასის გამარჯვებული (გუნდური, 2017), მსოფლიო თასის მესამე პრიზიორი (გუნდური, 2016). შავი ზღვის აუზის ქვეყნების ოლიმპიადის გამარჯვებული (2007). ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი კადეტებში (2008) და 23 წლამდე სპორტსმენებში (2015).