იაკობაშვილი სოზარ ბიძინას ძე

 

ს. იაკობაშვილი

იაკობაშვილი სოზარ ბიძინას ძე (2. VII. 1933, თბილისი, – 25. XI. 2008, კიევი, დაკრძალულია თბილისში), მეტალურგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1978), გამომგონებელი (1983), სა­ქართვ. საინჟ. აკადემიის და ეკოლოგიის, ადამიანისა და ბუნების დაცვის საერთაშ. აკადემიის ნამდვ. წევრი (2000).

1956 დაამთავრა სპი-ის მეტალ. ფაკ-ტი. 1958–65 მუ­შა­ობ­და რუსთავის მეტალ. ქ-ნაში მეფოლადედ. 1965–69 უკრაინის ე. პატონის სახ. ელექტროშედუღების ინ-ტში იყო შედუღების ლაბორ. გამგე, ხოლო 1969–73 სა­ქართვ. მეტალ. ინ-ტში ხელმძღვანელობდა ამავე დასახელების ლაბორატორიას.

იყო საერთაშ. ასოციაცია „შედუღების" ერთ-ერთი დამაარსებელი. სპი-ში ჩამოაყალიბა შედუღების მეტალურ­გიის კათედრა და მასთან სამეცნ.-კვლ. ლაბორატორია. იყო შედუღების მეტალ. და ტექნოლ. კა­თედ­რის გამგე (1989–93). დააარსა სა­ქარ­თვე­ლო-უკრაინის საერთაშ. სამეცნ.-ტექ. ცენტრი შედუღებასა და მონათესავე ტექნოლოგიებში გადამზადებისათვის.

ი-ის შრომები ეძღვნება საშემდუღებლო ტექნოლოგიების ყვე­ლა მიმართულებას. მისმა გამოგონებამ (ფოლადის დამუშავების ახალი ტექნოლოგია და ღუმლის კონსტრუქცია) ლაიფციგის საერთაშ. ბაზრობაზე (1975) დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახ. თაობის „ცს" სერიის ციკლოკონვერტორული საშემდუღებლო კვების წყარო­ე­ბი. კვების წყა­როს ცს–200-ის დამუშავებისა და დანერგვისათვის (ლიცენზია გაიყიდა გერმანიაში), 1975 მი­ე­ნი­ჭა სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემია. იყო საერთაშ. სამეცნ. ტექ. ჟურნალ „მეტალურგიის, შედუღებისა და მასალათმცოდნეობის პრობლემების" მთ. რედაქტო­რი.

გამოქვეყნებული აქვს მრავა­ლი სამეცნ. შრომა, ­მონოგრაფია, სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო.

მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: შედუ­ღების პროცესების თეორია, თბ., 1980; მეტალურგია, თბ., 1987.