იაშვილი გიორგი მიხეილის ძე (15. IV. 1954, თბილისი, – 24. V. 2013, იქვე), ექიმი. მედ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2004).
დაამთავრა თსსუ (1976). იყო საქართვ. სპორტის აკადემიის სპორტის, მედიცინის, ფიზ. რეაბილიტაციისა და ადაპტაციური სპორტის კათედრის გამგე (1988–2007), რეაბილიტაციის კოლეჯის დირექტორი (2005–07). ილიას სახელმწ. უნ-ტის მოწვეული პროფესორი (2007–11).
არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.