იაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე (დ. 19. IX. 1980, ბრივ-ლა-გაიარდი, საფრანგეთი), სპორტსმენი (რაგბი). ქართული წარმომავლობის ფრანგი რაგბისტი.
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2011), ევროპის ჩემპიონი (2004, 2006–07, 2010), „დიდი მუზარადის" მფლობელი (2004, 2010). რაგბის თამაში დაიწყო „ბრივში", შემდეგ – პარიზის უნ-ტის გუნდში. ინგლისის ჩემპიონი („გლოსტერი", 2002). კარიერა გააგრძელა საფრანგეთის „ბიარრიც ოლიმპიკში" (საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი 2005, 2006; ჰაინეკენის თასის ორგზის ფინალისტი). ევროპის გამოწვევის თასის მფლობელი (2012).
საფრანგეთის ნაკრების წევრი 2002-იდან. გამოირჩევა დახვეწილი ტექნიკით, ზუსტი გადაცემითა და დარტყმით.